ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხ ხალხს მიუსამძიმრა

28.01.2020 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის იაროსლავ კუბერას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 

ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მიუსამძიმრა ჩეხეთის მთავრობასა და ჩეხ ხალხს.

„ჩვენ ვაფასებთ ბატონ იაროსლავ კუბერას მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მის ღვაწლს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“- აღნიშნულია მინისტრის პირველი მოადგილის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში.