ვახტანგ მახარობლიშვილმა გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა

12.03.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, გერმანიის ყოფილი ფედრალური საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე-კანცლერის კლაუს კინკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიის სალეჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
 
მინისტრის მოადგილემ გერმანელ ხალხს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოუცხადა.
 
„ საამაყოა, რომ კლაუს კინკელი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანული მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში“- ნათქვამია ჩანაწერში.
 
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი 2019 წლის 4 მარტს გარდაიცვალა.