ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10.04.2019 პოლონეთი- პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
დამსწრე საზოგადოებას მისასალებელი სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. საქართელოს ელჩმა ისაუბრა 9 აპრილის განვითარებული მოვლენების შესახებ და შეაფასა მათი მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათის ბრძოლის პროცესში.
 
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორმა დავით ყოლბაიამ და მამა ჰენრიკ პაპროცკიმ.
 
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით.
 
ღონისძიებაში მონაწილოებას იღებდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა 1889 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '21861')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.