ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გაიმართა თეთრი სახლის თანამშრომლების გაცილებისა და ახალი თანამშრომლების გაცნობისადმი მიძღვნილი მიღება

15.05.2019 ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა ვაშინგტონში საქართველოზე მომუშავე, თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების გაცილებას და ახალი თანამრომლების გაცნობას.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა საქართველოზე მომუშავე ყველა ადამიანს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. დავით ბაქრაძემ ახალ თანამშრომლებს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.