ვაშინგტონში ქართული დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენება გაიმართა

21.02.2018 ქ.ვაშინგტონი - აშშ-ში საქართველოს საელჩოში გაიმართა დოკუმენტური ფილმის , "მე გადავცურე ენგური"-ს საჯარო ჩვენება. ფილმი ასახავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად აფხაზეთიდან დევნილი პირების ყოველდღიურ ცხოვრებას.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა გიორგი ციკოლიამ და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ. დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული მდგომარეობის შესახებ.

ფილმის ჩვენების პარალელურად საელჩომ უმასპინძლა ახალგაზრდა მხატვრების ნინი და დიმიტრი დუმბაძეების ნახატებს "ხელოვნება შერიგებისთვის". გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებისთვის" ხელშეწყობით გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიებით, საელჩომ საფუძველი ჩაუყარა ქართული ფილმების ჩვენების ციკლს, რომელიც ყოველთვიურად საქართველოს საელჩოსა და ვაშინგტონის სხვა აუდიტორიებშიც გაიმართება.