ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სენატორებს შეხვდა

9.06.2017 , ვაშინგტონი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სენატორებთან  ტედ კრუზი (რ-ტეხასი), ლინდსი გრემი (რ-სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენთან დანკან ჰანტერი (რ-კალიფორნია).

შეხვედრებზე საუბარი შეეხო  საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესს, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებას.  მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ს კონგრესის მხრიდან მცოცავი ანექსიის დაგმობის მნიშვნელობას და აღნიშნულ კონტექსტში კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება 2017 ფისკალური წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერის დაფიქსირების გამო. ამასთანავე, იმედი გამოთქვა რომ სენატი და წარმომადგენელთა პალატა მომავალი წლის ასიგნებების აქტშიც იგივე ჩანართის დატოვებას გაუწევენ რეკომენდაციას. მინისტრთან შეხვედრებზე ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.