ვენაში ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21.03.2019 ვენა- 2019 წლის 20 მარტს საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ორგანიზებით ვენაში ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდებმა დაგმეს ქვეყნის 20% ოკუპაცია.
 
ახალგაზრდა ელჩებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მცოცავ ოკუპაციაზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე. გამომსვლელთა შორის იყო ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი, ნინო წიკლაური.
 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები, მათ შორის გორის ოკუპაციის მუზეუმის ფოტო-ექსპონატები.
 
ღონისძიებაზე ასევე მოეწყო თორნიკე კოპლატაძის ფილმის “მცოცავი ოკუპაცია” ჩვენება.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.