ვიქტორ დოლიძე შვეიცარიაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

01.11.2019 შვეიცარია - ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე შეხვდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალურ დირექტორს- გაი რაიდერს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ILO-ს გენერალურ დირექტორს გააცნო საქართველოში შრომის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაი რაიდერს ორგანიზაციის მიერ გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ILO-ში ევროპის ქვეყნების რეგიონულ ოფისის დაფარვის ქვეშ გადასვლის მნიშვნელობას. ვიქტორ დოლიძემ ILO-ს გენერალური დირექტორი საქართველოში მოიწვია, რაზეც გაი რაიდერმა დიდი ინტერესი გამოხატა.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.