ვიქტორ დოლიძემ ჟენევაში გაეროს განყოფილების გენერალურ დირექტორს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა

2.02.2019 შვეიცარია- ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა,  ვიქტორ დოლიძემ რწმუნებათა სიგელები წარუდგინა ჟენევაში გაეროს განყოფილების გენერალურ დირექტორს,  მიხაელ მიოლერს.

შეხვედრაზე საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, ნატო-სთან თანამშრომლობაზე, საქართველოს სექტორალურ რეფორმებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.