ყაზახეთის რესპუბლიკაში ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „SEU GEORGIA” - ს კონცერტები გაიმართა

16.04.2019 ყაზახეთი-  ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ნურ-სულთანსა და ალმატიში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „SEU GEORGIA” - ს სოლო კონცერტი - „99 წუთი საქართველოში“ - გაიმართა.
 
ანსამბლი „SEU GEORGIA“ -ს ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი საზოგადოებისა და ქართული სიასპორის წარმომადგენლების წინაშე მდიდარი ქორეოგრაფიითა და ქართულ ხმათა მრავალფეროვნებით წარსდგა.
 
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები საქართველოს საელჩოს და ყაზახური კომპანია „I Media” - ს ორგანიზებით, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკაში ალმატისა და ჟამბილის ოლქებში საქართველოს საპატიო კონსულის მიხეილ სებუას მხარდაჭერით გაიმართა.