ყირგიზეთის რესპუბლიკის ოშის ოლქში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადგილობრივ მცხოვრებთა დაღუპვასთან დაკავშირებით

1.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 29 აპრილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის ოშის ოლქის უზგენის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანთა დაღუპვასთან დაკავშირებით. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ამ მძიმე განსაცდელისას თანადგომას უცხადებს ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას.