ზურაბ ერისთავი მეხიკოში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

6.03.2019 ქ. მეხიკო-  საქართველოს საგანგებო და სრულ;უფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში, ზურაბ ერისთავი ქ. მეხიკოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში  მოეწყო მექსიკაში, 2018 წელს საქართველოს დიპლომატიური მისიის მიერ ესპანურ ენაზე გამოცემული წიგნის - Historia de Georgia -  პრეზენტაცია.
 
ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო  მისიის მიერ 2019 წლის განმავლობაში გათვალისწინებული  ღონისძიებები და მათ კულტურისა და განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებში აქტიური მონაწილეობა შესთავაზა.
 
ქართული დიასპორის წარმომადგენლები განსაკუთრებული ინტერესით და ენთუზიაზმით შეხვდნენ საელჩოს ინიციატივას ქართული სამზარეულოს პრეზენტაციის მოწყობის, რეგიონში ცნობილ საერთაშორისო ფესტივალებზე ქართული ფოლკლორული ანსამბლების, თეატრების, მუსიკოსების მოწვევის იდეას და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
 
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს  და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '20556')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.