ზურაბ პოლოლიკაშვილი პარაგვაის ტურიზმის ეროვნული სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანიზურაბ პოლოლიკაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის ტურიზმის ეროვნული სამდივნოს ხელმძღვანელს, აღმასრულებელ მდივანს, მარსელა ბასიგალუპოს შეხვდა. 

საუბარი შეეხო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში პარაგვაისთან თანამშრომლობის საკითხებს. ზურაბ პოლოლიკაშვილმა მარსელა ბასიგალპუს გააცნო ორგანიზაციაში საკუთარი საქმიანობის ხედვები და პარაგვაისთან შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. 

პარგვაის ტურიზმის ეროვნული სამდივნოს ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მარსელა ბასიგალუპომ გამოთქვა პარაგვაის მზადყოფნა და მხარდაჭერა აქტიურად ითანამშრომლოს ორგანიზაციასთან და მის თავმჯდომარესთან საერთაშორისო ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში.