ზურაბ პოლოლიკაშვილს მონტევიდეოს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა

6.10.2017 მონტევიდეო, ურუგვაი - ​ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩს და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს მონტევიდეოს მერმა დანიელ მარტინესმა, მონტევიდეოს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა.

ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ურუგვაის ტურიზმის მინისტრ ლილიამ კეჩიჩიანთან ერთად, ურუგვაის ქალაქს პუნტა დელ ესტეში მსოფლიოს გარშემო რეგატა ჩემპიონატის „Clipper Round the World Yacht Race“ დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

„The Clipper Race“ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რეგატა ჩემპიონატია, რომელიც 8 რაუნდისგან შედგება. შეჯიბრის მონაწილეები მსოფლიოს გარშემო იახტებით იმოგზაურებენ და 5 ოკეანეს გადალახავენ.