ქ. განჯაში საქართველოს ახლადდანიშნული გენერალური კონსული სახელმწიფო პროტოკოლის სამმართველოს უფროსს შეხვდა

10.07.2019 აზერბაიჯანი- ქ. ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქ. განჯაში საქართველოს ახლადდანიშნულმა გენერალურმა კონსულმა, ნიკოლოზ იაშვილმა,  შეხვედრა გამართა სახელმწიფო პროტოკოლის სამმართველოს უფროსთან ბატონ ფარვინ მირზაზადესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ფარვინ მირზაზადესათვის საკონ...


გერმანიაში საქართველოს ელჩი ჰანოვერის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ჰორსტ შრაგეს შეხვდა

5.07.2019 გერმანია - საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, ქვემო საქსონიის დედაქალაქ ჰანოვერში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ჰორსტ შრაგეს შეხვდა.


საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები ბოლივიის პრეზიდენტს გადასცა

4.07.2019 ლა პასი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს პრეზიდენტს, ევო მორალესს.  


საქართველოს ელჩი თურქეთში თურქეთის ევრაზიული კვლევების ცენტრის პრეზიდენტს შეხვდა

4.07.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა „თურქეთის ევრაზიული კვლევების ცენტრის“ პრეზიდენტთან, ალევ ქილიჩთან. შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.


დავით ზალკალიანი აშშ-ის დამოუკიდებლობის 243 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

3.07.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის  შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 243 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.  


საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

3.07.2019 ბაქო - აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში.


ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

3.07.2019 ბერლინი- გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მერიის ისტორიულ შენობაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა. ...


ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

3.07.2019 გერმანია- ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა.


საქართველოს ელჩი ბრაზილიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

​2.07.2019 ბრაზილია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს სერჟიო მორუს შეხვდა.


საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა კატარის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან

​2.07.2019 კატარი - კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის მუნიციპალიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან  აბდულა ბინ აბდულაზიზ ბინ ტურკი ალ-სუბაისთან.


 <  7 8 9 10 11 12 13 14 15 16  >