ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04.10.2017 ირლანდია - ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, შონ ო’ფარელთან.  


კოპენჰაგენის კინოთეატრ Cinemateket-ში პირველად გაიმართა „ქართული დღე“

3.10.2017 კოპენჰაგენი  - დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ კინოფესტივალ “CPH PIX”-თან ერთად, კოპენჰაგენში მდებარე კინოთეატრ Cinemateket-ში  „ქართულ დღეს“ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნა ორი ქართული ფილმი. პარალელურად გაიმართა ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.


თურქეთსა და მეგობარ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

3.10.2017 თურქეთი - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მასპინძლობით მოწყობილ მიღებასა და გამოფენას დაესწრო. 


ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ქ.ფილადელფიას ვიზიტით ეწვია

03.10.2017 ფილადელფია - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე პენსილვანიის შტატის ქ. ფილადელფიას ვიზიტით ეწვია.


მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები გერმანულ ენაზე გამოიცა

3.10.2017 ბერლინი - ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში  ლიტერატურული საღამოზე მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების გერმანულ ენაზე გამოცემული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. მოთხრობები გერმანულ ენაზე ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის ითარგმნა.


ლონდონში ქართული პოლიფონიის საღამო გაიმართა

2.10.2017 ლონდონი - 30 სექტემბერს, ლონდონში ბრიტანეთის ბიბლიოთეკის მასშტაბური პროექტი „ხმების სეზონი“ ქართული პოლიფონიის საღამოთი გაიხსნა.


დიდ ბრიტანეთში საქართველო ელჩი პირველი ოფიციალური ვიზიტით გიბრალტარს ეწვია

2.10.2017 გიბრალტარი - 27-28 სექტემბერს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით გიბრალტარს ეწვია. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა გიბრალტარის ხელისუფლებასთან, ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება....


საქართველოს ელჩმა მონტენეგროსთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა

1.10.2017 მონტენეგრო - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში (რეზიდენციით ბუდაპეშტი) ზაზა კანდელაკი სამუშაო ვიზიტით მონტენეგროს ეწვია.


რიგის კონფერენციის ფარგლებში ქართული ღვინო იქნა წარმოდგენილი

1.10.2017 ლატვია - 29-30 სექტემბერს რიგაში ყოველწლიური მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი „რიგის კონფერენცია 2017“ გაიმართა, რომლის ტრადიციული პარტნიორი გახლდათ ლატვიაში საქართველოს საელჩო.   


საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

30.09.2017 - საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ესტონეთში, ნიდერლანდებში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, სომხეთში,  შვედეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, იტალიაში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში , ავსტრიასა და ბულგარეთში მონაწილეობა მიიღეს ენების ევროპული დღისადმი მიძღვენის ღონისძიებებში, რომელიც 26 სექტემბე...


 <  1 2 3 4 5 6  >