საქართველოს ელჩმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

25.10.2018 ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს.  


კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე სიტყვით გამოვიდა

2018 წლის 25 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე, სახელწოდებით „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის დანერგვის ხელშეწყობა და მშვიდობის შენარჩუნება ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზით“.


საქართველოს ელჩმა მეხიკოს უნივერსიტეტში საქართველოს კულტურისა და ისტორიული წარსულის შესახებ ლექცია წაიკითხა

 25.10.2018 მექსიკა -  მექსიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტის - Universidad de Valle de México - მიწვევით, მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა საქართველოს კულტურისა და ისტორიული წარსულის შესახებ ლექცია წაიკითხა.


საქართველოს ელჩი ეგვიპტის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

25.10.2018 ეგვიპტე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქარიმ აბდელ დარვიშს შეხვდა.


საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს პეტიციით მიმართა

25.10.2018 საბერძნეთი - საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს დიმიტრის ვიცასს პეტიციით მიმართა. მიმართვაში ქართული ემიგრაცია იმედს გამოთქვამს, რომ  საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების დინამიური განვითარება პოზიტიურად აისახება საბერძნეთში ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი სა...


დუბლინში ქართული ლიტერატურის გამოფენა გაიმართა

24.10.2018 ირლანდია - ქ. დუბლინში, დან ლირის ბიბლიოთეკაში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და გამომცემლობა „Dalkey Archive Press” მხარდაჭერით, ქართული ლიტერატურის გამოფენა -  „ანბანით მოთხრობილი საქართველო” გაიხსნა. გამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 10...


საქართველოს ელჩი ბრაზილიის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებს შეხვდა

24.10.2018 ბრაზილია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია, ქ. ბრაზილიის ერთ-ერთ ფუნდამენტური სწავლების ცენტრს ეწვია.  


საქართველოს ელჩმა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

22.10.2018 ტანზანია- 17-20 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ დვალიშვილი (რეზიდენციით ქ. ადის-აბებაში) ოფიციალური ვიზიტით ეწვია ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკას.  


ყაზახეთში ქართული კინემატოგრაფიის დღეები გაიმართა

18.10.2018 ყაზახეთი-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ალმატიში ქართული კინემატოგრაფიის დღეები გაიმართა.


საქართველოს ელჩმა ოლბორგის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

18.10.2018 დანია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ ოლბორგის უნივერსიტეტში  წაიკითხა ლექცია,  სახელწოდებით- „საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპაში“.  


 <  2 3 4 5 6 7 8 9 10 11  >