საქართველოს ელჩმა აშშ-სა და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობები მიმოიხილა

22.02.2018 ქ. ვაშინგტონი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე მთავარ მომხსენებლად წარსდგა „Heritage Foundation“ფონდში გამართულ კონფერენციაზე„10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ: აშშ-ნატო-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცება“.    


თურქეთში გაიმართა კონფერენცია -„წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“

22.02.2018 თურქეთი - თურქეთში საქართველოს ელჩი ,ირაკლი კოპლატაძე სიტყვით გამოვიდა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით: „წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“.  


ინდოეთის რესპუბლიკაში ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ ჩატარდება

 22.02.2018  ინდოეთი - მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით ინდოეთის რესპუბლიკაში, გოას შტატში წმ. ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ (The KETEVAN World & Sacred MusicFestival) ჩატარდება.მუსიკალური პროექტი საელჩოს უშუალო ჩ...


კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

 22.02.2018  კორეა-კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Hanjin Travel-ის მიერ გაიმართა ერთობლივი ღონისძიება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა ადგილობრივი 100-მდე ტურ-ოპერატორი.


საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში გამართა შეხვედრა სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო კომპანიის მფლობელთან

21.02.2018 საუდის არაბეთი -  საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა სამეფოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Acwa Power-ის და Abunayyan Holding-ის მფლობელთან, შეიხ მუჰამედ აბუნაიანთან. 


ლატვიაში „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა

21.02.2018 ქ.რიგა -  ლატვიაში,კონგრესის სახლის დარბაზში ქართული ეროვნული ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“კონცერტი გაიმართა


ვაშინგტონში ქართული დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენება გაიმართა

21.02.2018 ქ.ვაშინგტონი - აშშ-ში საქართველოს საელჩოში გაიმართა დოკუმენტური ფილმის , "მე გადავცურე ენგური"-ს საჯარო ჩვენება. ფილმი ასახავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად აფხაზეთიდან დევნილი პირების ყოველდღიურ ცხოვრებას.


ესტონეთში ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა

 20.02.2018  ქ. ტალინი -ტალინის საკონცერტო  დარბაზ „ნორდეა“-ში,  ქართული ნაციონალური ბალეტის - ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა, რომელსაც 1800-მდე მაყურებელი დაესწრო.


პოლონეთში საქართველოს საელჩოში ჟურნალ „დიპლომატი“ -ს პრეზენტაცია გაიმართა

19.02.2018 პოლონეთი - პოლონეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა ობსერვერ მედია ჯგუფის ჟურნალის „დიპლომატი“ პრეზენტაცია, სადაც თებერვლის ნომერში ქვეყანა პოლონეთია ფოკუსში.


საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნესმენებისა და სამეფო საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა-პრეზენტაცია გამართა

19.02.2018 ქ.რიადი  -  საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნესმენებისა და სამეფო საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლებისთვის ქ. რიადში გამართა თემატური შეხვედრა-პრეზენტაცია - “Business Opportunities in Georgia and Future Perspectives”.


 <  4 5 6 7 8 9 10 11 12 13  >