აზერბაიჯანში, კახის რაიონში ახლად ამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა

6 ოქტომბერს,  პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა კახის რაიონის სოფ. ქოთოქლოს ახლად ამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში.


ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საკვირაო სკოლას ქართული სახელმძღვანელოები გადასცა

5.09.2019  - ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა ქართული კულტურის ცენტრ "Dancing Crane”-თან არსებულ საკვირაო სკოლას გადასცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სამ საფეხურიანი სახელმძღვანელოები.  


პორტუგალიაში საქართველოს საელჩომ ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

30.09.2019 პორტუგალია -  საქართველოს საელჩომ პორტუგალიის რესპუბლიკაში მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პორტუგალიაში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტის EUNIC და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ქ. ლისაბონში Campo Grande ს პარკში გაიმართა.


მალაიზიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

30.09.2019 მალაიზია - საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების მალაიზიის ფილიალისა და მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანაორგანიზებით. საქართველოს გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ათმა ევრ...


საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გერმანიაში ღონისძიება „10 Years of the Eastern Partnership – what can we do better?“ გაიმართა

30.09.2019 გერმანია -  საქართველოს საელჩომ კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონულ პროგრამასთან - „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებების სერია „საქართველო ფოკუსში“ დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ცნობადობის გაზრდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან ს...


ინდოეთში საქართველოს 101 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

27.09.2019 ინდოეთი -  ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ნიუ დელიში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.


სლოვენიაში ქართული დედაენის პირველი გაკვეთილი ჩატარდა

26.09.2019 სლოვენია- ევროპული ენების დღეების ფარგლებში ლიუბლიანის ევროპულ სახლში, ევროკომისიის წარმომადგენლობაში, საქართველოს საელჩოსა და ასოციაცია „ეთნიკას“ ხელშეწყობით ჩატარდა ქართული დედაენის პირველი გაკვეთილი სლოვენიელი ბავშვთა ბაღის მოსწავლეებისათვის.


საქართველოს ელჩის ვიზიტი სიცილიის რეგიონში

26.09.2919 იტალია - დაიწყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი სიცილიის რეგიონში. საქართველოს ელჩი პალაცო ორლეანსში მიიღო რეგიონის პრეზიდენტმა, ნელო მუზუმიჩიმ.


გიორგი დოლიძემ ახალი ზელანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ლექცია გამართა

26.09.2019  ახალი ზელანდია -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ახალ ზელანდიაში.  ვიზიტის ფარგლებში, „ახალი ზელანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში“ (New Zealand Institute of International Affairs) საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია შედგა. ...


ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით გერმანიაში ღონისძიებები გაიმართა

26.09.2019 გერმანია - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე ღონისძიება. საელჩოში გაიმართა ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ხატი პოპის გამოფენა. მხატვრის ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი ქართულ ანბანსა და დამწერლობაზეა გაკეთებული. ასევე წარმოდგენ...


 <  5 6 7 8 9 10 11 12 13 14  >