აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა

„აშშ მზად არის  საქართველოს დახმარება გაუწიოს’’ - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესასათან ურთიერთობის ოფისის დირექტორმა ბრიფინგის დროს განაცხადა. ვწუხვართ გასულ შაბათ-კვირას საქართველოში, თბილისში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმ დროს როდესაც ქართველი ხალხი სტიქიის შედეგებთან განმკლავებას იწყებს, აშშ, როგორც მეგობარი და პარტნიორი, მათ გვერდში უდგას. საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები უკვე ჩართულები არიან გაწმენდით სამუშაოებში და აშშ მზად არის საქართველოს მთავრობას დახმარება გაუწიოს აღდგენით სამუშაოებში.’’- განაცხადა ჯრფ რათკემ.


ლიტვის პრეზიდენტი ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ქართველ ხალხს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. პრეზიდენტი სტიქიას twitter-ზე გამოეხმაურა. „ჩვენი ფიქრები ქართველ ხალხთან არის, ვუსურვებ ქართველ ხალხს გამძლეობას და სტიქიის შედეგებთან გამკლავებას“-წერს პრეზიდენტი.


ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი  დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტს უსამძიმრებს


თბილისში დატრიალებული სტიქიის გამო ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის. „ძალიან დამამწუხრა შეტყობინებამ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ, რომელიც მსხვერპლითა და მასობრივი ნგრევით დასრულდა. ლიტველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა გამოვთქვა დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების, პირადად თქვენი და ქართველი ხალხის მიმართ“ - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში, სადაც ის სიმტკიცეს და გამძლეობას უსურვებს ქართველ ხალხს ამ უმძიმესი ტრაგედიის შედეგების დაძლევაში.


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ქართველ ხალხს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის. "ძალიან დამამწუხრა მიღებულმა შეტყობინებამ თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ. ჩემი და მთელი აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპული ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს  და მთელ ქართველ ხალხს, ხოლო დაზარალებულ ადამიანებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"- ნათქვამია წერილში.


საქართველოს მოსახლეობას პოლონეთის პრეზიდენტი უსამძიმრებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა. ბრონისლავ კომოროვსკიმ თანაგრძნობის წერილი  ქართველ კოლეგას გამოუგზავნა.  „მწუხარებით შევიტყვე თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ და მსურს გულწრფელი თანაგრძნობის სიტყვებით მოგმართოთ ჩემი და მთელი პოლონელი ერის სახელით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ისევე როგორც ყველა დაზარალებულს და მინდა დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა მეგობარ ქართველ ხალხს“-ნათქვამია ბრონისლავ კომოროვსკის სამძიმრის წერილში.  


სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმარი 

სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პასკუალე ვალენტინი თავის ქართველ კოლეგას, თამარ ბერუჩაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის, სადაც ის მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.
„ჩემს ქვეყანაში მტკივნეულად განიცდიან საქართველოში მომხდარ ტრაგედიას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რაც მათ სტიქიური უბედურების შედეგების დაძლევაში დაეხმარებათ“ - ნათქვამია სან მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში. 

საქართველოს მოსახლეობას ტაჯიკეთის პრეზიდენტი უსამძიმრებს

 
ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს უგზავნის. „ტაჯიკეთში დიდი მწუხარებით შეიტყვეს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ, რომელმაც ადამიანები იმსხვერპლა და დედაქალაქს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა დაღუპულთა ოჯახების მიმართ“ - ნათქვამია ტაჯიკეთის პრეზიდენტის წერილში.


ბელორუსის პრეზიდენტი ქართველ ხალხს უსამძიმრებს 

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ბელარუსი ხალხის და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ თანადგომას დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ , ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის წერილში.


საქართველომ სამძიმრის წერილი მიიღო ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის ვლადიმირ ანდრეიჩენკოსგანაც, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს  თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებს. „ბელარუსის პარლამენტარებმა გულთან ახლოს მიიტანეს ქართველი ხალხის გასაჭირი, ისინი გულწრფელად უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს და დაზარალებულებს გამოჯანმრთელებასა და სტიქიის შედეგების დაძლევას უსურვებენ“  - ნათქვამია წერილში.


ჩინეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმარი 

ჩინეთის პრემიერ–მინისტრი ეხმაურება თბჰილისში დატრიალებულ კატასტროფას და ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის. „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს დედაქალაქში დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაღუპულების და მატერიალური ზარალის შესახებ. ნება მომეცით გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუხატო ქართველ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ჩინელი ხალხი სრულიად იზიარებს ქართველი ხალხის უდიდეს მწუხარებას. გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხი ერთიანად გაუმკლავდება სტიქიის შედეგებს.“- ნათქვამია ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი კეციანის წერილში.


ლატვიის პრემიერ-მინისტრი ქართველ ხალხს სამიმარს უცხადებს 

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას საკუთარ ტვიტერზე ეხმაურება.  „ვესაუბრე ჩემს კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველი ხალხის მიმართ ჩემი ღრმა სამძიმარი გადავეცი. ამჟამად თბილისში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“-წერს ლატვიის პრემიერ-მინისტრი.


თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით დახმარებას სთავაზობს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მომხდარი სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის. „დიდი მწუხარებით შევიტყვე თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ, რაც გახდა 12 ადამიანის დაღუპვის, მრავალი ადამიანის დაკარგვისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგის მიზეზი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ სამწუხარო შემთხვევის დროს დაღუპული ჩვენი ძმების სულები. თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, თქვენ და თქვენი სახით სრულიად ქართველ ხალხს. ჩემი ნატვრაა, რომ დაკარგულები უვნებლად იქნენ ნაპოვნი უმოკლეს დროში.

დარწმუნებული იყავით, რომ თურქეთი მზადაა ამ საკითხში აღმოუჩინოს ყველა სახის დახმარება საქართველოს“-ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის წერილში.


უზბეკეთის პრეზიდენტის სამძიმრის წერილი ქართველ ხალხს


უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილში უზბეკეთის პირველი პირი საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. „ძალიან დამამწუხრა მიღებულმა შეტყობინებამ თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ დაღუპული ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს“ - ნათქვამია წერილში.


საქართველოს მოსახლეობას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უსამძიმრებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ორგანიზაციის ყველა წევრის სახელით საქართველოს მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიის გამო რომელსაც მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. „გლოვის დღეს მინდა ქართველო ხალხს უდიდესი თანაგრძნობა გამოვუცხადო თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დროულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. საქართველოს ხელისუფლება ძალებს არ იშურებს იმისათვის, რომ ამ საზარელი სტიქიით დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს, მე მსურს სოლიდარობის გზავნილი გამოვუგზავნო ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას ევროპის საბჭოს ყოველი წევრისაგან. ამ ურთულეს დროს ჩვენი ფიქრები თქვენთან არის.’’- აცხადებს ტორბიორნ იაგლანდი.


ბრაზილიის მთავრობის სამძიმარი ქართველ ხალხს

ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრაზილიის მთავრობის სახელით წერილს ავრცელებს. „ბრაზილიის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ადამიანური და მატერიალური დანაკარგის გამო, რომელიც საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მომხდარმა სტიქიამ გამოიწვია. საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სოლიდარობას ვუცხადებთ.“- ნათქვამია ბრაზილიის მთავრობის განცხადებაში. 


ჩინეთის მთავრობა საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამძიმრის წერილი მიიღო.  ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნიან. წერილში აღნიშნულია თბილისში წყალდიდობით გამოწვეულ ტრაგედიის გამო ჩინეთის მთავრობისა და ჩინელი ხალხსი სამძიმარი.


ირლანდიის მთავრობა საქართველოს მოსახლეობას თანადგომას უცხადებს

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი,  ჩარლზ ფლანაგენი, ირალნდიის მთავრობის სახელით  მწუხარებას გამოთქვამს  თბილისში დატრიალებული სტიქიის გამო. მინისტრმა ქართველ კოლეგაას სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. “მოგმართავთ პირადად ჩემი და ირლანდიის მთავრობის სახელით. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო. უზომოდ დამამწუხრა ინფორმაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებისა და იმ ზიანის  შესახებ რაც სტიქიამ გამოიწვია. ეროვნული გლოვის, მწუხარებისა და დანაკარგის დღეს მინდა დაგარწმუნოთ რომ ჩვენი ფიქრები თქვენთან არის. გთხოვთ მიაწოდოთ ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობას.“ - ნათქვამია ჩარლზ ფლანაგენის წერილში.


საქართველოს მოსახლეობას ყაზახეთის პრეზიდენტი უსამძიმრებს 

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველოს პრეზიდენტს  გიორგი მარგველაშვილის თბილისში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ღრმა მწუხარებით განვიცადე თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად ადამიანთა გარდაცვალების შესახებ მიღებული ცნობები. ყაზახეთის ხალხის და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წვერებს, ახლობლებს, გისურვებთ მოკლე დროში  დაძლიოთ  სტიქიის ტრაგიკული  შედეგები“-ნათქვამია ნაზარბაევის წერილში.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივაბ იღებს  სატელეფონო ზარებსა და სამძიმრის წერილებს ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები სურვილს გამოთქვამენ მატერიალური დახმარება აღმოუჩინონ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ავია–კომპანიამ „Air Astana“, რომელთანაც საქართველოს საელჩოს მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, მზაობა გამოთქვა ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ქართული საზოგადოებრივი ცენტრის “კოლხეთისა“ და სათვისტომოს წარმომადგენლებთან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ  სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარების აღმოჩენაში, ჰუმანიტარული ტვირთის და გადასარიცხი თანხების მობილიზებაში. ასევე სატელეფონო საუბრები შედგა ქ. ალმატის, ქ. ყარაგანდის, ქ. აქტაუს ქ. შიმკენტის და ქ. ატირაუს სათვისტომოების წარმომადგენლებთან, რომლებმაც დაზარალებულთა დახმარების აღმოჩენის მზაობა გამოთქვეს.


ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს უკრაინის პრეზიდენტი 

უკრაინის პრეზიდენტი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის. წერილში პიოტრ პოროშენკო თბილისში მომხდარი წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.  „უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინა განსაკუთრებული სიმწვავით აღიქვამს მოძმე ქართველი ხალხისთვის თავსდატეხილ უბედურებას და მზადაა მათთვის  დახმარების აღმოსაჩენად.


ესტონეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს უსამძიმრებს

თბილისში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას ესტონეთის პრეზიდენტი ეხმაურება. საკუთარ Facebook გვერდზე, თომას ჰენდრიკ ილვესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. როგორც ესტონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს,  მას კომუნიკაცია ჰქონდა  ქართველო კოლეგასთან. „გუშინ ჩემს მეგობარს და კოლეგას, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გავუგზავნე ელექტრონული წერილი. შეძრული ვარ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ ინფორმაციით, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ მძიმე წუთებში ესტონელთა ფიქრი ქართველი ხალხისკენ არის მიმართული და ვთავაზობთ მათ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში.’’ - აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი.


სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებენ

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის. სომხეთის პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს  თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული  ადამიანების გამო.  სერჟ სარქისიანმა გულწრფელი თანადგომა გამოუცხადა  საქართველოს პრეზიდენტს  და ქართველ ხალხს.

ქართველს კოლეგას  სამძიმარს და ტანადგომას უცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ოვიკ აბრამიანი  თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში თანადგომა აღუთქვა. აბრამიანმა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა დაავალა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამძიმრისა და დახმარების მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი 

დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი მწუხარებას გამოთქვამს  თბილისში დატრიალებული სტიქიის გამო. მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. “ჩემთვის სამწუხარო იყო ინფორმაციის მიღება თბილისში მომხდარი საზარელი წყალდიდობის შესახებ, რომელმაც მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა, გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, პირადი საკუთრება, თბილისის ზოოპარკი და მისი ბინადარნი. მესმის თუ რაოდენ მძიმეა ეს ყველაფერი  საქართველოსთვის და თბილისის მაცხოვრებლებისთვის.

დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრისათვის და ტრაგედიით დაზარალებული ყოველი პირი დროულ მხარდაჭერასა და დახმარებას იღებს. ეს საქართველოს მოსახლეობას  დამატებით ანუგეშებს ამ მძიმე წუთებში.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ტრაგიკული მოვლენების ფონზე ქართველი ხალხის სოლიდარობამ. მათი ერთსულოვნება და თბილისის მაცხოვრებლების სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობა უზომოდ შთამბეჭდავია.

მინდა გულწრფელად მოგისამძიმროთ თქვენ და მივუსამძიმრო ქართველ ხალხს.   საქართველოს, როგორც ახლო მეგობარსა და პარტნიორს მსურს დავუდასტურო  გაერთიანებული სამეფოს ურყევი თანადგომა“ - ნათქვამია  დევიდ ლიდინგტონის სამძიმრის წერილში.


ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმარი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეიტ პენტუს-როსიმანიუსი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას სტიქიის შედეგებისა და გარდაცვლილთა გამო,“- აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ წერილში.



ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმარი 

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. თქვენთან ერთად ვგლოვობთ მათ გარდაცვალებას და ვწუხვართ იმ ადამიანების ბედზე, რომელთა ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია“ - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმარი

ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ, ინდონეზიის მთავრობის სახელით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც შედეგად მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ვუსამძიმრებ და ჩემს გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ ქართველ ხალხს“ - ნათქვამია ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმარი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ მწუხარება გამოსთქვა თბილისში დატრიალებული სტიქიის გამო. მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

პატივცემულო ქალბატონო მინისტრო,

მწუხარებით შევიტყვე საქართველოს დედაქალაქში წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების შესახებ 2015 წლის 13 და 14 ივნისს. მინდა გულწრფელი თანაგრძნობის სიტყვებით მივმართო დაღუპულთა ოჯახებს, ყველა ქართველს და სოლიდარობა გამოვუცხადო თბილისის მოქალაქეებს, რომელთაც შეეხოთ სტიქია. მინდა დაგარწმუნოთ, ქალბატონო მინისტრო, რომ დახმარების პროექტის ფარგლებში პოლონეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოში თვითმართველობის პროექტების მხარდაჭერას, მათ შორის წყალდიდობის საწინააღმდეგო, პრევენციული ზომებისა და სამაშველო მიმართულებით.


სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს უსამძიმრებს

სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის.  „ძალიან დამამწუხრა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ, სტიქიურმა მოვლენება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეების  სიცოცხლე იმსხვერპლა და დედაქალაქს საგრძნობი მატერიალური ზარალი მიაყენა. გამოვხატავ ღრმა მწუხარებას სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით. ვუზიარებ  ჩვენს თანაგრძნობას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.“ - ნათქვამია კარლ ერიავეცის წერილში. 


ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსამდივნო საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. "ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. ჩვენი ფიქრები თავს დასტრიალებს მსხვერპლებსა და მათ, ვინც თბილისში ამ მომაკვდინებელი დატბორვის შედეგები საკუთარ თავზე იწვნია. ჩვენი საგანგებო სიტუაციათა კოორდინირების ცენტრი ახლოდან აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ კავშირი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს სტიქიის შედეგების დაძლევაში, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე, მძიმე დარტყმა მიაყენა დედაქალაქის ინფრასტრუქტურას და დააბრკოლა ქალაქში საბაზისო სამსახურების მუშაობა", - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსამდივნოს განცხადებაში.


ჯეიმს აპატურაი თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

ნატოს-გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"საშინელი დღე იყო თბილისში. ჩემი ღრმა მწუხარება იმ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. ჩვენი ფიქრები იმ ათასობით ადამიანთანაა, რომლებიც დაზარალდნენ", - წერს ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამძიმარს უცხადებს

საუდის არაბეთის პრინცი ალვალიდ ბინ–ტალალ ბინ–აბდულაზიზი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.  "ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით", -ნათქვამია პრინცის წერილში.


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის. „მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. ჩვენ ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც , როგორც მოხალისეები, დაზიანებული ქუჩების გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს ლიტველი ხალხი ქართველ ხალხთან ერთად გლოვობს“-ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.


ისრაელის გამოხმაურება თბილისის წყალდიდობასთან დაკავშირებით

თბილისში მომხდარ ტრაგედიას მყისიერად გამოეხმაურა ისრაელური მხარე, რომელიც გვთავაზობს, ქ. იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტების დახმარებას, კერძოდ, მოკლე პერსპექტივაში ზოოპარკის სპეციალისტების მოვლინებას თბილისში (სპეციალური აღჭურვილობით) თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მხეცების უვნებელი ევაკუაციის მიზნით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, თანამშრომლობას თბილისის ზოოპარკის აღდგენის მიზნით. იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები ქ. თბილისში ხვალ ჩამოვლენ. ისრაელური მხარე ასევე მზადაა ტბილისის მოთხოვნის შემთხვევაში თბილისში მოავლინოს მაშველების სპეციალური ჯგუფი. ისრაელური მხარის ინიციატივით იგეგმება სატელეფონო საუბარი თამარ ბერუჩაშვილსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ციპი ხოტოველს შორის.


საქართველოს მთავრობის დახმარებისათვის მზად არის გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.  „ჩვენი გუნდი დილიდან ინარჩუნებს მთავრობასთან  კონტაქტს დახმარების გზების განსაზღვრის მიზნით.

UNHCR-ს გადაუდებელი დახმარების ნივთები უკვე იტვირთება სამთავრობო ვერტმფრენზე, რომელიც წყნეთი-ბეთანიისკენ მიმართულებით გაემგზავრება. ჩვენი სატვირთო მანქანები იტვირთება და მზადყოფნაშია საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარების გასაწევად“-ნატქვამია კომისარიატის მიერ გავრცელებულ წერილში.


ესტონელი პროფესორები საქართველოს დასახმარებლად კონკრეტული ინიციატივებით გამოდიან

ესტონელი პროფესორები საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის ინიციატივით გამოდიან. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პიტერ მურსეპმა ესტონეთში საქართველოს ელჩს თეა ახვლედიანს სამძიმრის წერილით მიმართა. „საქართველო ესტონეთის უახლოესი და ყველაზე ერთგული მეგობარია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდექით გაჭირვების ჟამს და წარმატებასა და სიხარულსაც ერთმანეთს ვუზიარებდით.  დღეს კი საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგებს იმკის. დაიღუპნენ ადამიანები. მოშლილია ქალაქის ნორმალური ცხოვრების რიტმი“- ნათქვამია წერილში. საქართველოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თავის კოლეგებსა და მეგობრებს  წერილით მიმართა  ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა ვლად ვერნიგორამ. წერილში ის მათ საქართველოსთვის მხარდაჭერის მობილიზებისკენ მოუწოდებს. „ასეთ სიტუაციებში, თითოეულ ევროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“ - წერს ვლად ვერნიგორა საკუთარ მიმართვაში, რომელსაც იგი ესტონელ პროფესორებს უგზავნის.


იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის კომიტეტის თავმჯდომარე სტიქიით დაზარალებულებს უსამძიმრებს

იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის კომიტეტის თავმჯდომარე ატეფ კავარი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში საქართველოს ელჩს გიორგი ტაბატაძეს სამძიმრის წერილს უგზავნის, სადაც ის ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს თბილისში 14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. „მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო წინსვლა და კეთილდღეობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს“ - ნათქვამია წერილში. 

თბილისის სტიქიას ეხმაურებიან ამერიკელი კონგრესმენები 

საქართველოში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმაურებიან ამერიკელი კონგრესმენები. „გულწრფელად მინდა მივუსამძიმრო თბილისის სტიქიაში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ რთულ პერიოდში, როდესაც ქართველები ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ კატასტროფას ჩემი ფიქრები და ლოცვები მათთან არის. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ქართველ ხალხს“- წერს სენატორი მაიკ ტერნერი საკუთარ განცხადებაში. სტიქიას ასევე ეხმაურება სენატორი კრის მერფი „იმ დროს როდესაც ქართველი ხალხი სტიქიის შედეგებთან განმკლავებას ცდილობს, ჩემი ფიქრები და ლოცვები მათთან ერთად არის“. სტიქიას ასევე გამოეხმაურა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე თავმჯდომარე თბილისში მომხდარ სტიქიის შესახებ საკუთარ Tweeter-ზე გამოეხმაურა „იმ დროს როდესაც ჩვენი თბილისელ მეგობრები ცდილობენ გუშინდელი სტიქიის შედეგებთან გამკლავებას და გლოვობენ გარდაცვლილებს, ჩვენი ფიქრები მათთან არის.’’-წერს კონგრესმენი ელიოტ ენგელი.


იუნესკოს გენერალური მდივანი ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

იუნესკოს გენერალური მდივანი ირინა ბოკოვა თბილისში დტრიალებული სტიქიის გამო ორგანიზაციის სახელით მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის „იუნესკოს და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალს, განსაკუთრებით იმ  ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ამ უმძიმეს წუთებში თქვენს გვერდით გვიგულეთ“ - ნათქვამია გენერალური მდივნის ირინა ბოკოვას წერილში.


ქართველ ხალხს უსამძიმრებს ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელი

საქართველოს თემაზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ანდრეს მამიკინსმა თბილისში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა,  დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.  "სოციალ-დემოკრატების" პარტიის ყველა წევრისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საქართველო მთავრობასა და ქართველ ხალხს და დავარწმუნო, რომ ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


იაპონიის სამძიმარი ქართველ ხალხს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი, იასუჰისა კავამურა თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  პრეს-მდივანი მწუხარებას გამოთქვამს ძლიერი წვიმის შედეგად საქართველოს დედაქალაქისთვის მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით. “ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ასევე თანაგრძნობა მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ,  ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა. ვისურვებ, რომ ისინი ცხოვრების ჩვეულ რიტმს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ.“


ჯაკარტის ქალთა საერთაშორისო კლუბმა თბილისის მოსახლეობას მიუსამძიმრა

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ალექსიძეს ჯაკარტის ქალთა საერთაშორისო კლუბის ვიცე-თავმჯდომარემ მიუსამძიმრა. „სიტყვები უძლურია გამოხატოს ის შოკი, რომელიც ულამაზეს ქალაქ თბილისში წყალდიდობით გამოწვეული ნგრევის ამსახველი მასალების ნახვისას განვიცადეთ. ქართველ ხალხს ვუსურვებ შემართებას, რომელიც მათ ასე სჭირდებათ ქალაქის დანგრეული ნაწილის აღსადგენად“ - ნათქვამია წერილში.


ციურიხში თბილისში სტიქიით დაზარალებულთათსვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

​25 ივნისს,  ციურიხში, ფონდი ,,VIVACEGEORGIA''-ს ორგანიზებით  კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტის გაიმართება. შემოსული თანხა თბილისში სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს გადაერიცხებათ.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი  მუსიკოსები. შსრულდება  ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.


საბერძნეთში ქართული დიასპორა თბილისის სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციებს მართავს

საბერძნეთში თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საქველმოქმედო აქციების ფარგლებში, ქართული დიასპორული ორგანიზადიები ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს აგროვებენ. ადგილობრივ დიასპორულ ორგანიზაციებსა და შესაბამის უწყებებს მიეწოდათ სპეციალური საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები ფულადი შემოწირულობის გადარიცხვის მიზნით. საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ თბილისში სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.


შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმრის წერილი 

შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიერ ბურკჰალტერი თავის ქართველო კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის, სადაც იგი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარ დამანგრეველ სტიქიასთან დაკავშირებით. “მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. სტიქიაში დაშავებულებს მსურს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენ ვაფასებთ  მოცემულ სიტუაციაში საქართველოს მიერ დაუყოვნებლად მიღებულ ზომებს. საქართველოსთან ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ გავნაგრძობთ კატასტროფის რისკის შემცირების კუთხით თანამშრომლობას. მა ტრაგიკულ მომენტში შვეიცარია საქართველოს გვერდში უდგას.“- წერია დიდიერ ბურკჰალტერის წერილში.


პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტროს სამძიმრის წერილი 

პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს. „პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მთავრობას და მთლინად ქართველ ერს ქ. თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიწირა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე და გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“- ნათქვამია პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში.

დუბლინის მერი ქართველ კოლეგას თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

ქ. დუბლინის ლორდ მერი კრისტი ბურკი ქართველ კოლეგას დავით ნარმანიას 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს უგზავნის და თანაგრძნობას უცხადებს. საკუთარ წერილში კრისტი ბურკი აღნიშნავს, რომ  იგი შესძრა ინფორმაციამ თბილისში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის შესახებ,  ასევე იმ  ზიანის თაობაზე, რაც დედაქალაქს მიადგა. „მსურს დაგიდასტუროთ ჩემი სიმპათია და  დუბლინის მოსახლეობის თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ ამ ტრაგიკულ ჟამს“-ნათქვამია ლორდ მერის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ დღეს დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლურ  ეკლესიაში თბილისის სტიქიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.


დუბლინის მერი თბილისის მოსახლეობას უსამძიმრებს

ქ. დუბლინის ლორდ მერი კრისტი ბურკი ქართველ კოლეგას დავით ნარმანიას 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს უგზავნის და თანაგრძნობას უცხადებს. საკუთარ წერილში კრისტი ბურკი აღნიშნავს, რომ იგი შესძრა ინფორმაციამ თბილისში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის შესახებ, ასევე იმ ზიანის თაობაზე, რაც დედაქალაქს მიადგა. „მსურს დაგიდასტუროთ ჩემი სიმპათია და დუბლინის მოსახლეობის თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ ამ ტრაგიკულ ჟამს“-ნათქვამია ლორდ მერის წერილში.
აღსანიშნავია, რომ დღეს დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლურ ეკლესიაში თბილისის სტიქიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სიერა-ლეონეს რესპუბლიკის საელჩოს სამძიმარი

ამერიკის შეერთებულ შტატებში სიერა-ლეონეს რესპუბლიკის საელჩომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც სიერა ლეონეს პრეზიდენტის, მთავრობისა და ხალხის სახელით გამოთქმულია სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, თბილისში 14 ივნისს მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით.