სტაჟირების კონკურსი

სტაჟირების კონკურსი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის 1 ნოემბრიდან, აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიურ დეპარტამენტებში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა აყვანას. სტაჟირება დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს  ქმედუნარიან  მოქალაქეს,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე კონკურსის ვადებისა და პროცედურების, შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge

 


გამოცხადებული კონკურსები:

  1. ცენტრალური აპარატის სტაჟიორი

  2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი

  3. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სტაჟიორი