საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონკურსი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით,  2015 წლის 10 ივლისს გამოაცხადა კონკურსი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არსებულ შემდეგ 3 ვაკანტურ თანამდებობაზე:

  1. ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი;
  2. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი;
  3. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი.

აპლიკაციების მიღების ვადაა 2015 წლის 10 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  1. განაცხადების გადარჩევა;
  2. ტესტირებები (ინგლისური ენა და პროფესიული ტესტი (შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა) შესაბამისი ინფორმაცი იხილეთ ბმულზე;
  3. გასაუბრება;

• TOEFL-ისა ან IELTS-ის ინგლისური ენის გამოცდის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი გათავისუფლდება ინგლისური ენის ტესტის ჩაბარების მოთხოვნისგან. 

შენიშვნა: IELTS – მინიმალური ქულა 6.0;  TOEFL PBT მინიმალური ქულა -550; TOEFL iBT – 80.

გამოსაცდელი ვადის (3 თვის) განმავლობაში, როტაციის წესით სამუშაო მივლინების დაწყებამდე (საზღვრის გადაკვეთამდე) თანამდებობრივი სარგო არის 300 ლარი. როტაციის წესით სამუშაო მივლინების დაწყებიდან (საზღვრის გადაკვეთიდან) - გამოცხადებულ ვაკანსიაში მითითებული თანამდებობრივი სარგო ლარებში წარმოადგენს, ვაკანსიის „დამატებითი ინფორმაციის“ ველში მითითებული ოდენობის აშშ დოლარის შესაბამის თანხას ლარებში მიმდინარე გაცვლითი კურსით;

გარდა ამისა, დამატებით ანაზღაურდება: ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, როტაციის წესით სამუშაო მივლინებისთვის პირველადი მოწყობის ხარჯები და სოციალური პაკეტი;

საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი. (შესაძლებელია როტაციის ვადის 1 წლით გაგრძელება). 

კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • ავტომანქანის მართვის მოწმობა;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ კანდიდატს სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, უნდა აიტვირთოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად;
  • თუ კანდიდატს საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრული უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, აუცილებელია აიტვირთოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად; ამასთან, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, თანამდებობაზე დანიშვნისას კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოში აღიარების დამადასტურებელი ცნობა;
  • კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“-ში სასურველია ატვირთოს TOEFL-ისა ან IELTS-ის ინგლისური ენის გამოცდის დამადასტურებელი ცნობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კონკურსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ინსტრუქცია განთავსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mfa.gov.ge).

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს  ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), კონკურსის დასრულებამდე პერიოდში დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 -14 სთ) შემდეგ ტელეფონზე -  (+995 32)  2-94-50-00 (შიდა 24-07).  

ელ-ფოსტა:  hr@mfa.gov.ge