საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს შესახებ

ოფიციალური სახელი: საქართველო

დედაქალაქი: თბილისი (მოსახლეობა 1 118.3 ათასი კაცი)

ეთნიკური შემადგენლობა:

  • ქართველები - 83,8%
  • აზერბაიჯანელები - 6,5%
  • სომხები - 5,7%
  • რუსები - 1,5%
  • ოსები - 0,9%
  • ბერძნები - 0,3%
  • უკრაინელები - 0,2%
  • აფხაზები - 0,1%
  • ებრაელები - 0.1%
  • სხვა - 0.1%

სახელმწიფო ენა: ქართული. ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური. 

ქართული ენა: ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს განეკუთვნება, ამავე ჯგუფში შემოდის ქართველური ენა-კილოები: მეგრულ-ლაზური და სვანური. ქართულ სამწერლო ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი - მხედრული, რომელიც არის ნუსხურის ევოლუციის შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, განვითარდა ასომთავრულისაგან, იგივე მრგვლოვანი სახეობისაგან. 2016 წლის 30 ნოემბრიდან „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში იქნა შეტანილი. მსოფლიოში არსებულ 14 ძირითად დამწერლობას შორის ერთ-ერთი ქართულია.

ოფიციალური დასვენების დღეები:

  • 1 იანვარი - ახალი წელი,
  • 7 იანვარი - შობა,
  • 19 იანვარი - ნათლისღება,
  • 3 მარტი - დედის დღე,
  • 8 მარტი - ქალთა დღე,
  • აღდგომა,
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,
  • 28 აგვისტო - მარიამობა,
  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა,
  • 23 ნოემბერი - გიორგობა.

ეროვნული დღესასწაული: 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღნიშნება.  ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. საქართველოს ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, რომლის არსებობამაც სამი წელი გასტანა. საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგად შეწყვეტილი დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

ეროვნული ვალუტა: ლარი (ოფიციალური გაცვლითი კურსები)

გეოგრაფია: მთათა სისტემა და ბორცვები მოიცავს საქართველოს ტერიტორიის 80%-ს. მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 410 03' და 430 35'–ს და  აღმოსავლეთი გრძედის 400 00'  და 460 44'–ს  შორის.

საქართველოს გაწევრიანება საერთაშორისო ორგანიზაციებში

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO)

http://www.wipo.int/portal/en/index.html

1991

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UNO)

http://www.un.org/en/index.html

1992

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)

http://www.osce.org/

1992

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  (WHO)

http://www.who.int/en/

1992

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) (UNESCO)

http://en.unesco.org/

1992

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC)

http://www.bsec-organization.org/Pages/homepage.aspx

1992

საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი (ITU)

http://www.itu.int/en/Pages/default.aspx

1993

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

http://www.ilo.org/global/lang--en/index.htm

1993

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICDO)

http://www.icdo.org/en/

1995

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

http://www.fao.org/home/en/

1995

სუამი (GUAM)

http://guam-organization.org/en/node

1997

ევროპის საბჭო (European Council)

http://www.coe.int/en/

1999

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)

https://www.wto.org/

2000

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტი (UNHCR)

http://www.unhcr.org/executive-committee.html

2014

ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო (PCA)

https://pca-cpa.org/

2015

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია  (IACA)

https://www.iaca.int/

2015

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია  (IHO)

https://www.iho.int/srv1/index.php?lang=en

2015

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)

http://www.aiib.org/

2015

საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო რეიტინგებში (2015/2016 წწ.)

მსოფლიო ბანკის „Doing Business 2017“-ის მიხედვით, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით 190 ქვეყანას შორის 16-ე პოზიციაზეა.

2016 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ (Heritage Foundation) მიხედვით საქართველო 23-ე პოზიციაზეა 178 ქვეყანას შორის (მე-12 ადგილზე ევროპის რეგიონში 44 ქვეყანას შორის).

2016 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ (Fraser Institute) მიხედვით საქართველო მე-5 პოზიციაზეა.

2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ (World Economic Forum) მიხედვით საქართველო 59-ე ადგილზეა 138 ქვეყანას შორის (2015-2016 წლების ინდექსის მიხედვით საქართველო 66-ე ადგილზე იყო 140 ქვეყანას შორის).

2016 წლის გადასახადების გადახდის სიმარტივის (PWC) მიხედვით, საქართველო 40-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის.

„Best Countries for business 2016”-ის (ჟურნალი „Forbes“) რეიტინგში საქართველო 43-ე ადგილზეა 144 ქვეყანას შორის.

მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.

2016 წლის Numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს 118 ქვეყანას მოიცავს, მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა. მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა სამხრეთ კორეაა, მეორე ადგილზე კი სინგაპურია. საქართველოში დანაშაულის ინდექსი 19.26, უსაფრთხოების ინდექსი კი 80.74-ია.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ისტორიული ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წლიდან), ზემო სვანეთი (1994 წლიდან), ბაგრატი და გელათი (1994 წლიდან).

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანილია 3 ქართული ელემენტი: ქართული მრავალხმიანობა (2008 წლიდან), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წლიდან) და „​ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“(2016).

სახელმწიფო სიმბოლოები

საქართველოს დროშა

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. 

ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. 

აღნიშნული სიმბოლო სამი სახელწოდებით არის ცნობილი: გოდფრუა ბუიონელის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. 

ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. 

სახელმწიფო გერბი

სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. 

ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. 

საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“.

ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

მცირე სახელმწიფო გერბი

მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით