JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
საჯარო ინფორმაცია
ვაკანსიები
 
11.07.2014
არქივი

ცხელი ხაზი

annual2013

Share

საქართველოს დროშა

 

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ ევანგელისტს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი პირველად 1099 წელს ჯვაროსან ჟოფრუა დე ბუილონის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო.

ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს, ქრისტიანობის ცენტრს - იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი - ჟოფრუა დე ბუილონის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი.

ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას უბიწოებას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი - სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობასა და სიყვარულს.

ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირებულია ანჯელინო დულჩერის საზღვაო რუკაზე - პორტულანზე (1339წ.) ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების საზღვაო რუკაზე (1367წ.) და სიდერის საზღვაო რუკაზე (1565 წ.).

მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოვებული ვერცხლის შუბით, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი წმ. გიორგი ოქროს შარავანდედით;

 

დიდი გერბი




ფარს ამშვენებს - ქართული ანუ ივერიული გვირგვინი;
ფარისმტვირთველებით გამოსახულია ოქროს ორი ლომი;
ფარის საფუძველი (საყრდენი) გამოსახავს ვაზის ქართული, სტილიზებული ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაფთით;
თეთრ-წითელ სადევიზო ბაფთაზე გამოსახულია დევიზი (ლეგენდა) მხედრული ანბანით.

 

 

 

მცირე გერბი







მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოვებული ვერცხლის შუბით, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი წმ. გიორგი ოქროს შარავანდედით.

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

 

„თავისუფლება"

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.

თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.

 

ლექსი: დავით მაღრაძე
მუსიკა: ზაქარია ფალიაშვილის
ჰიმნად დაამუშავა: იოსებ კეჭაყმაძემ

მიმაგრებული დოკუმენტები:

მოუსმინეთ
საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
ივლისი 2014
კვორსაოთხუპაშა
 15
6812
131519
2021222526
2728293031 

olimp

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

traff

GUAM

unesco

კონკურსი