ავსტრია

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ავსტრიის განათლებისა და კვლევის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამებით (OeAD österreichische Agentur für internationale Mobilität und Kooperation in Bildung, Wissenschaft und Forschung). სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სხვადასხვა პროგრამებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტუდენტების ჩართვა და დაინტერესებულია ავსტრიული და ქართული უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ხელშეწყობით. ამასთან ერთად, ავსტრიის განათლებისა და კვლევის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო:

  • ხელს უწყობს განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, იკვლევს განათლების განვითარების საკითხებს საერთაშორისო მასშტაბით;
  • მჭიდროდ თანამშრომლობს ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევების სამინისტროსთან, ავსტრიის განათლების, ხელოვნებისა და კულტურის, ასევე ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან;
  • ხელს უწყობს ავსტრიული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას;

დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამების ნახვა, სფეროების მიხედვით შეუძლიათ შემდეგ ბმულზე:

უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიის ფედერალური კანცლერის აპარატი და გაერთიანება ავსტრიის კულტურული კონტაქტები (KulturKontakt Austria) ყოველწლიურად წარმოადგენს 50 სტიპენდიას უცხოელი, მათ შორის ქართველი ხელოვანებისთვის. დეტალური ინფორმაცია, ხსენებულ პროგრამასთან დაკავშირებით, იხილეთ შემდეგ ბმულზე: