ეგვიპტე

ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს არაბულის ენის სწავლის მსურველ 5-7 ქართველი სტუდენტის სტიპენდიას. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან არაბული ენის კურსს ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტროსთან არსებულ არაბული ენის ცენტრში, ამავე დროს ისინი თავისუფალ მსმენელებად ირიცხებიან კაიროს უნივერსიტეტში. პროგრამის მონაწილეები გათავისუფლებულნი არიან სწავლის გადასახადისაგან. კურსი გრძელდება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. სტიპენდიანტთა შერჩევას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეგვიპტის მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ განათლების სამინისტროს ვებ საიტზე.

არდა ამისა, ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული განვითარების საპარტნიორო სააგენტო კაიროს უნივერისტეტის არაბული ენის ცენტრთან ერთად პერიოდულად აწყობს მოკლევადიან სპეციალურ კურსს არაბული ენის შემსწავლელთათვის. პროგრამას სრულად აფინანსებს ეგვიპტის მხარე.