ესტონეთი

ესტონეთში შექმნილია სპეციალური პორტალი, რომელზეც განთავსებულია სრულყოფილი ინფორმაცია ესტონეთში არსებული სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ.

აღნიშნული ინტერაქტიული პორტალი, ესტონეთში სწავლით დაინტერესებულ პირს, მისთვის სასურველი სასწავლო პროგრამისა და შემოთავაზებული ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციის, სწრაფი და მოსახერხებელი გზით მოპოვების შესაძლებლობას სთავაზობს. ამასთან „Study in Estonia“ საქართველოში პერიოდულად ატარებს შესაბამის საინფორმაციო სესიებს, როგორც აღნიშნული პორტალის, ასევე ესტონეთში სწავლის შესაძლებლობების საქართველოს მოქალაქეებისთვის ადგილზე გაცნობის მიზნით.

იხილეთ ვებ საიტი: Study in Estonia

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში, ყოველწლიურად, დაინტერესებული ესტონური უნივერსიტეტებისთვის მათი პრიორიტეტებისა და მოთხოვნის შესაბამისად, სასწავლო
პროგრამებზე გამოიყოფა სტიპენდიები; შემდგომ, აღნიშნული სტიპენდიები თავად უნივერსიტეტების მიერ ცხადდება და თითოეული სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია კონკრეტული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

წარმოგიდგენთ იმ უნივერსიტეტებს (ბმულების მითითებით), რომელთა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მოცემულია ინფორმაცია, ამ ეტაპზე, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი სტიპენდიებისა და პროგრამების
შესახებ, რაც „განვითარების თანამშრომლობის“ ფონდით ფინანსდება:

ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯმა გამოაცხადა 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის სასტიპენდიო პროგრამა - „Multilingual education and CLIL (Content and Language Integrated Learning) Methodology“. სტიპენდიები განკუთვნილია საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის (გამოყოფილია სულ 10 სტიპენდია მაგისტრანტებისთვის ხოლო განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 30 სექტემბერია) დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.narva.ut.ee/en/semesterscholarships