კატარი

საქართველოს საელჩოსა და კატარის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად 2014 წლიდან კატარის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისათვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე - Arabic for Non-Native Speakers.

კატარის უნივერსიტეტის მიერ განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად, შემდეგი ბმულის მეშვეობით: http://www.qu.edu.qa/students/services/is/applying_information.php

კატარის უნივერსიტეტი და ჰამად ბინ ხალიფას სახელობის უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამას. ინფორმაციის მიღება პროგრამებისა და სწავლის პირობების შესახებ შესაძლებელია კატარის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.qu.edu.qa და ჰამად ბინ ხალიფას სახელობის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე - www.hbku.edu.qa.

ამასთანავე კატარში მოქმედებს სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის კამპუსი, სადაც განათლების მიღება შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებს, მათ შორის ქართველ სტუდენტებს. ინფორმაცია პროგრამების შესახებ განთავსებულია უნივერსიტეტების ვებ-გვერდზე.

უცხოელი სტუდენტებისთვის, რომელთაც არ აქვთ სწავლების დაფინანსების საშუალება კატარის ფონდი გასცემს ფინანსურ მხარდაჭერას Hamad Bin Khalifa Financial Aid Program-ის მეშვეობით. ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად განაცხადის წარდგენა ხდება on-line რეჟიმში. ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ბმულზე: http://www.hbku.edu.qa/en/DynamicPages/index/105/FinancialAid