ლიტვა

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდის მიერ გამოცხადებული სტიპენდიებით ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურაზე სწავლებისთვის, ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებში და ლიტუანისტიკის (ან ბალტისტიკის) სასწავლო პროგრამებში მონაწილეობისთვის. იხილეთ ფონდის ვებგვერდი: http://stipendijos.lt/

გარდა ამისა, ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოსა და ლიტვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული შიდა საუნივერსიტეტო შეთანხმებებით:

კლაიპედის უნივერსიტეტი:

  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

ვილნიუსის გედიმინას სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი;
  • გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი;

კაზიმირას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;

ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

კაუნასის ტექნიკური უნივერსიტეტი:

  • კავკასიის უნივერსიტეტი;

ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ასევე, ლიტვურ უმაღლეს სასწავლებელთა სასწავლო პროგრამების უკეთ გაცნობა ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებელია ყოველი წლის თებერვალში ჩატარებულ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც იმართება ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“.