პორტუგალია

პორტუგალიის რესპუბლიკის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შემუშავებული აქვს სპეციალური გიდი უცხოელი აბიტურიენტებისათვის. აღნიშნული გიდის II თავის მე-4 მუხლის შესაბამისად, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შეუძლია პორტუგალიელ და უცხოელ აბიტურიენტს, იმ შემთხვევაში თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • აქვს პორტუგალიურ დაწესებულებაში მიღებული სრული ზოგადი საშუალო განათლება ან მასთან გათანაბრებული, უცხო ქვეყანაში გაცემული სრული ზოგადი საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები და გადალახული აქვს კანდიდატურის წარდგენის წელს მის მიერ არჩეული სასწავლებლის მიერ დაწესებული მინიმალური კოეფიციენტი (ზოგიერთი პორტუგალიური უმაღლესი განათლების დაწესებულება იღებს უცხოური გამოცდების შედეგებს)
  • საჭიროების შემთხვევაში დააკმაყოფილებს მის მიერ არჩეული დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა წინაპირობებს

უცხო ქვეყნის უმაღლესი დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოითხოვონ ტრანსფერი პორტუგალიის სასწავლო დაწესებულებებში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ გვერდზე: www.acessoensinosuperior.pt ან კითხვით მიმართოთ ელექტრონულ მისამართზე: acesso@dges.mctes.pt.

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სანტარემის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ვებ საიტს, სადაც უცხოელი აბიტურიენტებისათვის შეთავაზებულია სხვადასხვა კურსები: http://international.ipsantarem.pt

საქართველოს სასწავლო დაწესებულებების ნაწილი ჩართულია Erasmus+ პროგრამაში და თანამშრომლობენ პორტუგალიურ უნივერსიტეტებთან. ქართული და მათი პორტუგალიური პარტნიორი უნივერსიტეტების სია შეგძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://erasmusplus.org.ge/