საფრანგეთის რესპუბლიკა

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიებით. მთავრობის სტიპენდიებს გასცემს საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო.

სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს ვებ-საიტზე: http://www.diplomatie.gouv.fr/fr/venir-en-france/etudier-en-france/

გარდა ამისა, სტიპენდიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო (საქართველოში ფრანგული ინსტიტუტი) შემდეგ მისამართზე: http://institutfrancais.ge/fr/learn-to-france