უნგრეთი

ქართველი სტუდენტებისათვის უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები „Stipendium Hungaricum“ გამოიყოფა კონკრეტულ მიმართულებებზე (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები) უნგრეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სასწავლებლად. დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: http://www.tka.hu/international-programmes/2966/stipendium-hungaricum/

გარდა ამისა, უნგრეთის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს უცხოეთის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, სამაგისტრო ინგლისურენოვან პროგრამებზე შემდეგი მიმართულებით: აგრარული მეცნიერებები, აგრარული ბიოტექნოლოგიები, მებაღეობა, ცხოველთა კვება და საკვების უვნებლობა. დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: http://www.fao.org/europe/news/detailnews/en/c/369926/