ყაზახეთი

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ყაზახეთის რესპუბლიკის ქვემოთ ჩამოთვლილი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო პროგრამებში. უნივერსიტეტების გვერდებზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამების შესახებ:

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის დიპლომატიურ ინსტიტუტში 2016-2018 სასწავლო წლებში განიხილება ორი გრანტის გამოყოფის საკითხი სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად სპეციალობით „საერთაშორისო სამართალი“.

გრანტის მოპოვების მსურველი კანდიდატების დოკუმენტების მიღება წარმოებს 10 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო 10 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება მისაღები გამოცდები. იხილეთ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი.