შვედეთი

2010 წელს შვედეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისათვის შვედეთში უმაღლესი განათლების მიღება ფასიანია.

2011 წელს სამთავრობო სააგენტო „შვედურმა ინსტიტუტმა“ შეიმუშავა ახალი სასტიპენდიო პროგრამა, ე.წ. “ვისბის პროგრამა“ (Visby Program), რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვისაც არის გათვლილი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შვედეთი საქართველოს წარმომადგენლებს სთავაზობს სტიპენდიებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯები. დაწვრილებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე https://studyinsweden.se

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამის გარდა, შვედეთის ცალკეულ უნივერსიტეტებსაც გააჩნიათ საკუთარი სასტიპენდიო პროგრამები. ზოგადად, შვედეთის უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადის შეტანა ხდება ცენტრალიზებული ვებ-გვერდის საშუალებით https://www.universityadmissions.se

დეტალური ინფორმაცია შვედეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, აგრეთვე განაცხადის რეგისტრაციის წესისა და დაფინანსების შესახებ, განთავსებულია ვებ-გვერდზე www.studyinsweden.se