ჩეხეთი

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცხადებული სტიპენდიებით ჩეხეთის უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სასწავლებლად, ასევე, მონაწილეობა მიიღონ „ვიშეგრადის ფონდის“ სასტიპენდიო/გაცვლით პროგრამებში:

გარდა ამისა, ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ხანგრძლივობის გაცვლითი პროგრამებით ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის (კერძოდ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტი) გაფორმებული შიდა საუნივერსიტეტო შეთანხმებების საფუძველზე: http://www.cuni.cz/UKEN-229.html