საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

rio-big.jpg

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ 
Rio-2016 შესახებ

Rio-2016 საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტარდება ქ. რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის 5 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარაოლიმპიური თამაშები ტარდება 7-18 სექტემბრის ჩათვლით.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლა/გასვლა

საქართველოს მოქალაქეებს ბრაზილიის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით გამგზავრებისთვის (90 დღე 180 დღის პერიოდში) არ ესაჭიროებათ ვიზა.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრაზილიაში ჩაფრენამდე სატრანსპორტო საშუალებაში ავსებს ბრაზილიის ფედერალური პოლიციის საემიგრაციო ფურცელს, რომელიც თან უნდა იქონიოს ქვეყნის დატოვების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია დაჯარიმდეს.

 

საბაჟო

ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრულია მაქსიმალური ფულადი რაოდენობის ზღვარი - 10 000 ბრაზილიური რეალის ოდენობით, რომლის შეტანა\გატანის უფლება აქვს მოქალაქეს საზღვრის კვეთისას. თუ თანხა აღემატება დაწესებულ ზღვარს საჭიროა თანხის ელექტრონულად დეკლარირება.

დამატებითი ინფორმაცია საბაჟო საკითხების შესახებ:

ბრაზილიაში მოგზაურის გზამკვლევი

რიო 2016-ის გზამკვლევი

ქვეყნის შიდა ტრანსპორტი

ქ. რიო-დე-ჟანეიროში საზოგადოებრივი ტრანსპორტია - მეტრო და ავტობუსი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე სასურველია გამოიყენოთ ლიცენზირებული ტაქსი. საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს ქალაქებს შორის გადაადგილების ძირითად საშუალებას.

ვალუტა

ბრაზილიის ვალუტას წარმოადგენს ბრაზილიური რეალი - REAL (BRL). ვალუტის კონვერტირება ბრაზილიურ რეალში შესაძლებელია, როგორც საბანკო, ასევე ვალუტის გადაცვლის „Сâmbio“ დაწესებულებებში.

მომსახურების გადახდისას რეკომენდირებულია მოქალაქებმა გამოიყენონ საკრედიტო ბარათები.

ფულის ნაკლებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ „Western Union-ს“, „MoneyGram“-ისა და გადარიცხვის სხვა სისტემებით. გზავნილის მისაღებად საჭიროა წარადგინოთ მოქალაქის პასპორტი.

 

უსაფრთხოება

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში (ქ. რიო-დეჟანეირო, ქ. სან-პაულო, ქ. რესიფი, ქ. სალვადორი და სხვ) მაღალია კრიმინოგენული ვითარება.

კრიმინალის მსხვერპლი შესაძლებელია გახდეთ, როგორც ქალაქის დასახლებულ რაიონში, ასევე ზღვის სანაპიროზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არა ლიცენზირებულ ტაქსში.

რეკომენდირებულია ღამის საათებში ტურისტები განსაკუთრებით მოერიდონ ღარიბ გარეუბნებში Favelas (Shantytowns) გასვლას;

არ არის რეკომენდირებული ძვირფასი სამკაულებისა და ძვირადღირებული ტექნიკის ტარება.

იმ შემთხვევაში თუ ტურისტი კრიმინალის მსხვერპლი გახდა, რეკომენდირებულია მოძალადეს არ გაუწიოს წინააღმდეგობა, ვინაიდან თავდამსხმელი შესაძლებელია იყოს შეიარაღებული ან იმყოფებოდეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. 

 

ჯანმრთელობა

ბრაზილიაში გამგზავრებამდე რეკომენდირებულია მოქალაქეებმა შეიძინონ საერთაშორისო სამგზავრო დაზღვევა.

ბრაზილიაში გამგზავრებამდე რეკომენდირებულია მოქალაქეებმა გაიკეთონ ყვითელი ცხელების (Yellow fever) საწინააღმდეგო ვაქცინა (იხილეთ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტი, ასევე, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინტერნეტ საიტი

 

ბრაზილიაში არსებული ვირუსების ზიკა, დენგე და ჩიკუნგუნიასთან დაკავშირებით ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ საიტზე.

ბრაზილიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

დაკავება

ბრაზილიაში ყოფნისას მოქალაქე ექვემდებარება ბრაზილიის კანონმდებლობას, რომლის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქის მიმართ გატარდება შესაბამისი სანქციები - ჯარიმის ან დაკავების სახით.

საგანგებო სიტუაციის დროს საჭირო კონტაქტები:

პოლიცია - 190;

სასწრაფო დახმარება - 192;

სახანძრო სამსახური - 193.

ქ. რიო დე-ჟანეიროში ტურისტების პოლიცია - Delegacia Especial de Apoio ao Turismo (DEAT)
ტელეფონი: +552122322924,
მისამართი: Afrânio de Melo Franco Avenue, nº 159, Leblon, Rio de Janeiro.

ქ. სან პაულოს ტურისტული პოლიცია (Delegacia de Protecao ao Turista)
ტელეფონი: 11-3120-4447, 11 3151-4167.

ოპერატორები ძირითადად საუბრობენ პორტუგალიურ ენაზე.

ოლიმპიური/პარაოლიმპიური თამაშების ბილეთები

  • ყალბი ბილეთების ინტერნეტ საიტებიდან ან ულიცენზიო ბილეთის გადამყიდველებისგან შეძენილი არასანქცირებული ბილეთების მქონე პირები ვერ შეძლებენ ღონისძიებაზე დასწრებას;
  • ოლიმპიადის ბილეთების ოფიციალურ ნომინალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად გაყიდვა ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.
  • რეკომენდირებულია ბილეთების შეძენა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საქართველოს წარმომადგენლობას კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში.

მისამართი : ქ. ბრაზილია QI 07 conj. 11 casa 01 Lago Sul CEP 71.615-310
ტელ.: (+55 61) 33661101 ფაქსი: (+55 61) 33661161
ელ. ფოსტა: brazil.emb@mfa.gov.ge
გვერდი Facebook-ზე

საკონსულო თანამდებობის პირი: ეკატერინე რეხვიაშვილი-მანდღო
ტელ:(+55 61) 33661101/23; ცხელი ხაზი: (+55 61) 998-67-899;
ელ- ფოსტა: erekhviashvili@mfa.gov.ge