საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის 2012 წლის 7 მაისის ბრიფინგის ჩანაწერი:


ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ

2012 წლის 3 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ნინო კალანდაძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იოჰანეს კირლესთან.


ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ

2012 წლის 4 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა გერმანიის კანცლერის ფედერალური სამსახურის სახელმწიფო მინისტრს ეკარტ ფონ კლედენს.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რობერტ ბოშის ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

2012 წლის 7 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა რობერტ ბოშის ფონდის ცენტრალური ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-სა და ჩინეთის რეგიონალური მიმართულების ხელმძღვანელთან, პროფესორ იოახიმ როგალთან.


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678