საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა დიპლომატებს კაჭრეთში უმასპინძლა.ელჩებთან არაფორმალურ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისა და საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.