საქართველოსა და ლიბერიას საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოსა და ლიბერიას საგარეო უწყებებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. შესაბამისი დოკუმენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს გაფორმდა.


შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის პრეზიდენტთან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა 70-ე სესიის პრეზიდენტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მუდმივი აქტუალობის გამო.


საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აფასებს

გიორგი კვირიკაშვილი: "საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გენერალური ასამბლეის დებატებზე იყო ინფორმაციული და ემოციური. გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი მესიჯები. ის რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის თავზე, საქართველოს ისევ აქვს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების პრობლემა."


"ერთიანი საერთაშორისო პოზიცია ერთადერთი მექანიზმია, რომელიც ხელს შეუშლის აგრესორ სახელმწიფოებს მშვიდობის დარღვევაში"-გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტის თემატურ სესიაში - მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება (Maintenance of Peace and Security) მიიღო მონაწილეობა.


"ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენასა და უთანხმოებების აღმოფხვრას"- გიორგი კვირიკაშვილი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის თემატურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ შეაჩერა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე.


გიორგი კვირიკაშვილის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაერო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

"საქართველოს საკითხი ყოველთვის იქნება გაერო-ს მაღალი დონის დღის წესრიგში"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაერო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის შესახებ გაეროს მეგობართა ჯგუფის უმაღლესი დონის შეხვედრაში

2015 წლის 2 ოქტომბერს  გაეროში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის შესახებ გაეროს მეგობართა ჯგუფის უმაღლესი დონის შეხვედრაში.


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678