გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ინაუგურაციას მიესალმა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ინაუგურაციაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება ამერიკის კონგრესში გაიმართა. 


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივნის მოადგილესთან ბრიუს ენდრიუსთან

ვიცე-პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივნის მოადგილესთან ბრიუს ენდრიუსთან. 


გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა.  


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესსა და სენატში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენს მაიკ კანავეის, სენატორებს ორინ ჰაჩს და ჯონ კორნინს შეხვდა. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარესთან ანჯელო გნედინგერთან

2015 წლის 30 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეს, ელჩ ანჯელო გნედინგერს. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლის, დავით დონდუას შეხვედრა სერ გარი ჯონსონთან

2015 წლის 30 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა ბრიტანელ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, სერ გარი ჯონსონს და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს კრისტოფერ ჯოისს.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.


სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

26 ოქტომბერს, ქ. ბელგრადში, სერბეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სერბეთის პრეზიდენტს ტომისლავ ნიკოლიჩს.


შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

2015 წლის 30 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან. 


მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან

2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი. მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ საქმეთა დროებით რწმუნებულს გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა. 


გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საქმეთა მდივნის თანაშემწეს ჯიმი კოლკერს შეხვდა

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა დეპარტამენტში, საერთაშორისო საქმეთა მდივნის თანაშემწესთან ჯიმი კოლკერთან.


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456