დიდიე რეინდერი:„ბელგია პარტნიორობას გაუწევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში“

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში ბიზნესმენთა სავაჭრო მისიის ვიზიტის მომზადების საკითხები განიხილეს.


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა.  


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910