გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილეს

2015 წლის 10 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ წარადგინა ინფორმაცია  საქართველოს ხელისუფლების მიერ 2011 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე საბერძნეთში შეხვედრებს მართავს

2015 წლის 9-10 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია საბერძნეთის რესპუბლიკას.


საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2015 წლის 10 ნოემბერს  საქართველოს  საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა.


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მიიღო

2015 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დუმა.


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში იორდანიის ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო) ნასსარ ი. ჰაბაშნეს შეხვდა

2015 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში იორდანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო) ნასსარ ი. ჰაბაშნეს შეხვდა.


„საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმალობაში შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა“-გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის შესახებ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.  


საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2015 წლის 10-11 ნოემბერს მინსკში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები.


„გვაქვს მოლოდინი, რომ ანგარიში რომელიც დეკემბერში უნდა გამოქვეყნდეს დადებითი იქნება“ - გიორგი კვირიკაშვილი

​საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია ვიზალიბერალიზაციის  სამოქმედო გეგმით არსებული  დავალებების შესრულების კუთხით. მან იმედი გამოთქვა, რომ    წლის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში დადებითად იქნ...


„არ მგონია ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს, რომ მედიის თავისუფლების საკითხში რაიმე ტიპის კონტროლი ხორციელდება საქართველოში“

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მედიის თავისუფლების საკითხში არის ძალზედ მტკიცე და ურყევი. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსთავი 2-ის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკს შეხვდა

2015 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკს.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

2015 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მიიღო საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2015 წლის 11 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ივან ველიმირ სტარჩევიჩთან (რეზიდენციით ქ. ათენი), რომელიც თბილისს საერთაშორისო კონფერენციაში  „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამე...


დავით დონდუამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა დღეს საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს ესტუმრა. დავით დონდუამ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ისრაელის მეხუთე პრეზიდენტის იცხაკ ნავონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.  


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678