ბრიუსელში ვიზიტის ფრაგლებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა

2015 წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა. ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის ფორმალური დიალოგის უმაღლეს ფორმატს წარმოადგენს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და ევროკავშირის  შორის ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად, ხელშეკრულების იმპლემენტაციის ზედამხედველო...


საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გაკეთდა

ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია, რასაკვირველია, 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და თანადგომა გამოუცხადა ფრანგ ხალხს.


შეხვედრა ევროკომისართან მიგრაციის საკითხებში

ქ.ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციისა და საშინაო  საკითხებში  დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ. 


ბელგიელ ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ქ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით ბელგიაში საქართველოს საელჩოში ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის გაიმართა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

2015 წლის 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან.


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345