EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) საპარლამენტო დელეგაციის წევრებს. საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა შვეიცარიის პარლამენტის წევრი  კეტი რიკლინი.


26 ნოემბერს, თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა გაიმართება

ა.წ. 26 ნოემბერს, ქ. თბილისში დაგეგმილია ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა, რომელიც საგარეო პოლიტიკური კომპონენტის გარდა ფოკუსირებული იქნება ჯანდაცვის საკითხებზე სექტორული დიალოგის ფორმატში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ თუნისში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველო მკაცრად გმობს 2015 წლის 24 ნოემბერს თუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ თუნისში განხორციელებულ მორიგ ტერორისტულ აქტს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით სულ მცირე 12 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


დავით ჯალაღანიამ კორეის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრა. მინისტრის მოადგილემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა კორეის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, კიმ იუნგ-სემის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.  


ინდონეზიასა და საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

ა.წ. 26-27 ნოემბერს, თბილისს ვიზიტით ეწვევა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რა დროსაც გაიმართება რიგით მესამე ორმხრივი კონსულტაციები საქართველოსა და ინდონეზიას შორის.  


გიორგი კვირიკაშვილმა ნატალია გერმანს უმასპინძლა

25 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგას, ნატალია გერმანს საქმიან ვახშამზე უმასპინძლა. 


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678