საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ვიზიტი სტრასბურგში

2015 წლის 3-4 ნოემბერს ევროპის საბჭოში ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.


ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1239-ე სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-12 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

2015 წლის 4 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1239-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-12 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.


თბილისში შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

2 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გაიხსნა შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების მე-8 საერთაშორისო ფორუმი (Black Sea NGO Forum), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ლიტველ კოლეგას, ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678