საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მესამე ყოველკვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მესამე ყოველკვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2015 წლის ივლისი-სექტემბერის პერიოდს და მასში ასახულია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. 


დავით ჯალაღანიამ არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

10 დეკემბერს, არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელშიც, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ. 


დავით დონდუა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის დელეგაციას შეხვდა

2015 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის  დელეგაციას.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910