საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

2015 წლის 3 თებერვალს ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან. მინისტრი შეხვდა ჯონ მაკკეინს, ბობ მენენდეს, ჯეიმს რიშს, ბენ კარდინსა და ჯინ შაჰინს.საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე სამუშაო ლანჩი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა...


დავით დონდუა საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების განხორციელების პერსპექტივები. გამოითქვა კმაყოფილება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. 


მინისტრის მოადგილე ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებს შეხვდა

2015 წლის 3 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებთან ანდრიუს კუბილიუსსა და აუდრონიუს აჟუბალისთან, რომლებიც ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2015 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შანდორ საბოსთან.


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345