14 მაისი 2015
2015 წლის 13 მაისს, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც 2015 წლის 13-14 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანტალიაში გაიმართა.
2015 წლის 14 მაისს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას შეხვედრა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან, სიმონე ვოკენთან.