საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამართული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ ცნობს 2015 წლის 3 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამართულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“.  


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ერაყში განვითარებული მოვლენების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 2015 წლის 2 მაისს გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში„ მიერ ერაყის ჩრდილოეთში მოხდა რელიგიური უმცირესობის, ასობით იეზიდის მკვლელობა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის დავით კერესელიძის ბრიფინგის ჩანაწერი


მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ვიზიტით ეწვია

2015 წლის 4 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე სპიკერთან,  რონალდ კიანდესთან და თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის იური ვარდანიანის შეხვედრის შესახებ

2015 წლის 4 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ...


აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2015 წლის 4 მაისს ქ. ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომას ქართული მხრიდან თანა-თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ...


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345