საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გურგენიძემ ქ.ათენში შეხვედრა გამართა საბერძნეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. 


საუდის არაბეთის პრინცმა თბილისის სტიქიის შედეგების სარეაბილიტაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ  ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილი პრინცის შესაბამისი წერილი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა. 


საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება სტიქიით დაზარალებულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სამინისტროს სპიკერმა ჟურნალისტებს წარუდგინა ამ დროისთვის არსებული  მონაცემები 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შემოსული დახმარების შესახებ. 


ირალანდიელი პარლამენტარები საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ

​ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის  თავმჯდომარე, პატ ბრინი, კომიტეტის წევრები ერიკ ბერნი და ნოელ მერფი 2015 წლის 3 ივლისს საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის ხელმძღვანელს შეხვდა

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე 2015 წლის 3 ივლისს საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის ხელმძღვანელს ევანგელოს კალპადაკის შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან

2015 წლის 3 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის  თავმჯდომარეს, პატ ბრინს, ერიკ ბერნს და ნოელ მერფის  უმასპინძლა.  


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456